სამოქალაქო სამართალი

სამოქალაქო სამართლის ადვოკატი თბილისში

K LAW-ის ადვოკატები სამოქალაქო დავებზე კლიენტს წარმოადგენენ მოლაპარაკების ეტაპიდან საკასაციო სასამართლომდე. ჯერ ვაფასებთ, რამდენად გამართლებულია სასამართლოში წასვლა და შეიძლება თუ არა დავის მოლაპარაკებით მოგვარება. თუ სასამართლო გარდაუვალია, საქმეს მტკიცებულებებით ვამზადებთ.

როდის დაგჭირდებათ ადვოკატი

  • ხელშეკრულებას მეორე მხარე არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს;
  • ვალს არ გიბრუნებენ;
  • ზიანი მოგადგათ და მისი ანაზღაურება გსურთ;
  • საკუთრებაზე, მათ შორის უძრავ ქონებაზე, დავა წარმოიშვა;
  • მემკვიდრეობის მიღება ან გაყოფა გჭირდებათ;
  • განქორწინება, ალიმენტი ან ბავშვთან დაკავშირებული დავა გაქვთ;
  • სამსახურიდან უკანონოდ გაგათავისუფლეს ან ხელფასს არ გიხდიან;
  • სარჩელი შემოგიტანეს და პასუხი უნდა მოამზადოთ.

მიმართულებები

სახელშეკრულებო დავები

ხელშეკრულების შეუსრულებლობა, შეწყვეტა და მოშლა, პირგასამტეხლო.

ვალის დაბრუნება

სესხის, ნასყიდობის ფასისა და სხვა ფულადი მოთხოვნების ამოღება.

ზიანის ანაზღაურება

ქონებრივი და მორალური ზიანი, მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანი.

საკუთრება და უძრავი ქონება

საკუთრების უფლების დაცვა, მიწისა და ბინის დავები, ვინდიკაცია, იპოთეკა.

მემკვიდრეობა

სამკვიდროს მიღება, ანდერძის სადავოდ გახდა, სამკვიდრო ქონების გაყოფა.

საოჯახო დავები

განქორწინება, ალიმენტი, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და მასთან ურთიერთობის წესი, მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა.

შრომითი დავები

უკანონო გათავისუფლება, ხელფასისა და კომპენსაციის ანაზღაურება, სამსახურში აღდგენა.

წარმომადგენლობა დავის ყველა ეტაპზე

კონსულტაცია და შეფასება

ვსწავლობთ დოკუმენტებს, ვაფასებთ პოზიციის სიძლიერეს, ხანდაზმულობის ვადას და ხარჯებს.

მოლაპარაკება და მედიაცია

ვამზადებთ წერილობით პრეტენზიას და ვცდილობთ დავის სასამართლოს გარეშე მოგვარებას, როცა ეს კლიენტის ინტერესს შეესაბამება.

სარჩელი და შესაგებელი

ვამზადებთ სასარჩელო განცხადებას ან შესაგებელს და საჭიროების შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას ვითხოვთ.

სასამართლო განხილვა

ვიკვლევთ მტკიცებულებებს, ვკითხავთ მოწმეებს და ვიცავთ კლიენტის პოზიციას.

გასაჩივრება

ვამზადებთ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებს.

გადაწყვეტილების აღსრულება

ვეხმარებით კლიენტს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება რეალურად აღსრულდეს.

როგორ ვმუშაობთ

  • კონფიდენციალურობა. ყველაფერი, რასაც ადვოკატს ეუბნებით, საადვოკატო საიდუმლოებით დაცულია.
  • პირველი კონსულტაცია. ვისმენთ საქმის გარემოებებს, ვაფასებთ რისკებსა და ხარჯებს და გიხსნით, რა ვარიანტები გაქვთ.
  • სტრატეგია. პოზიციას დოკუმენტებსა და მტკიცებულებებზე ვაგებთ და ყოველ ეტაპზე გაცნობებთ, რა ხდება.

კეთილსინდისიერი ადვოკატი შედეგს წინასწარ არ გპირდებათ. ჩვენ გპირდებით საქმის საფუძვლიან შესწავლასა და წარმომადგენლობას დავის ყველა ეტაპზე.

ხშირად დასმული კითხვები

რა ვადაში შემიძლია სასამართლოს მივმართო?

ხანდაზმულობის ვადა მოთხოვნის სახეზეა დამოკიდებული. ზოგიერთი მოთხოვნისთვის ის რამდენიმე წელია, ამიტომ ადვოკატს დროულად მიმართეთ.

აუცილებელია სასამართლოში წასვლა?

არა. ბევრი დავა წერილობითი პრეტენზიით, მოლაპარაკებით ან მედიაციით გვარდება.

რა ხარჯები მაქვს სასამართლოში?

სახელმწიფო ბაჟი, ექსპერტიზის ხარჯი და ადვოკატის ჰონორარი. საქმის მოგების შემთხვევაში ხარჯების ნაწილის ანაზღაურება მოწინააღმდეგე მხარეს შეიძლება დაეკისროს.

რა ღირს ადვოკატის მომსახურება?

ჰონორარი საქმის სირთულესა და დავის ეტაპზეა დამოკიდებული. ზუსტ პირობებს პირველ კონსულტაციაზე შევთანხმდებით.

დაგვიკავშირდით

აკ. წერეთლის გამზირი №117, კომპლექსი „Town Square“, თბილისი
ტელეფონი: +995 501 777 938
ელფოსტა: info@klaw.ge
24/7, დღე-ღამის ნებისმიერ დროს

სისხლის სამართლის საქმეებზე დაცვა თბილისში →