K LAW-ის ადვოკატები სისხლის სამართლის საქმეებზე დაცვას გამოძიების პირველივე ეტაპიდან უწევენ და საქმეს საკასაციო სასამართლომდე მიჰყვებიან. ორივე ადვოკატმა წლები გაატარა პროკურატურასა და სამართალდამცავ სისტემაში, ამიტომ ორივე კარგად იცნობს გამოძიების ლოგიკასა და ბრალდების მხარის სტრატეგიას.
ვეცნობით საქმის მასალებს, ვაგროვებთ დაცვის მხარის მტკიცებულებებს, ვუზრუნველყოფთ სასამართლოს ნებართვის მოპოვებას საჭირო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე და ვაკონტროლებთ, რამდენად კანონიერად მიმდინარეობს გამოძიება.
პირველი წარდგენის სხდომაზე ვიცავთ ბრალდებულს.
ვიკვლევთ მტკიცებულებებს, ვკითხავთ მოწმეებს, ვამოწმებთ ექსპერტიზის დასკვნებს და დასკვნით სიტყვაში სასამართლოს წარვუდგენთ დაცვის არგუმენტირებულ და დასაბუთებულ პოზიციას.
ვაფასებთ ბრალდების შეთავაზებას და ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, როცა ეს კლიენტის ინტერესს შეესაბამება.
ვამზადებთ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებს, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შემდეგ კი - შეწყალების შუამდგომლობას.
დანაშაულით დაზარალებულს ვეხმარებით, რომ გამოძიებაში და სასამართლოში მისი ინტერესები დაცული იყოს.
ვიცავთ ნებისმიერი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე.
ერთ-ერთ საქმეზე ჩვენი პოზიცია ბლოგზე წაიკითხეთ: „ნიკო კვარაცხელიას საქმე - გამოძიება სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება“.
ადვოკატი. მუშაობდა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილედ და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.
პროფილი →
ადვოკატი, პროკურატურაში საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის 15 წელზე მეტი გამოცდილებით. FBI-ის ეროვნული აკადემიის კურსდამთავრებული.
პროფილი →კეთილსინდისიერი ადვოკატი შედეგს წინასწარ არ გპირდებათ. ჩვენ გპირდებით საქმის საფუძვლიან შესწავლასა და დაცვას პროცესის ყველა ეტაპზე.
მოითხოვეთ ადვოკატი და მის მოსვლამდე ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავეთ. დაკავებულს უფლება აქვს, ჰყავდეს ადვოკატი, არ მისცეს ჩვენება და იცოდეს, რა ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ეტაპზე მოწმის გამოკითხვა ნებაყოფლობითია. თუ პირი გამოკითხვაზე უარს ამბობს, მხარეს შეუძლია, სასამართლოს მიმართოს და მისი დაკითხვა მოითხოვოს. გამოკითხვამდე ადვოკატთან კონსულტაცია გონივრულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ იცით, რა სტატუსით გიბარებენ.
რაც შეიძლება ადრე. ბევრი რამ, მათ შორის მტკიცებულებების შენახვა და პირველი ჩვენება, გამოძიების საწყის ეტაპზე წყდება.
ჰონორარი საქმის სირთულესა და პროცესის ეტაპზეა დამოკიდებული. ზუსტ პირობებს პირველ კონსულტაციაზე შევთანხმდებით.
აკ. წერეთლის გამზირი №117, კომპლექსი „Town Square“, თბილისი
ტელეფონი: +995 501 777 938
ელფოსტა: info@klaw.ge
24/7, დღე-ღამის ნებისმიერ დროს