ადმინისტრაციული სამართალი

ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი თბილისში

K LAW კლიენტს სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებთან დავაში წარმოადგენს: ადმინისტრაციულ წარმოებაში, საჩივრის განხილვისას და სასამართლოში. ადმინისტრაციულ დავაში ვადები ხშირად მოკლეა, ამიტომ დროული რეაგირება გადამწყვეტია.

როდის დაგჭირდებათ ადვოკატი

  • სახელმწიფო ან მუნიციპალურმა ორგანომ თქვენთვის არასასურველი გადაწყვეტილება მიიღო;
  • რეგისტრაციაზე, ნებართვასა თუ ლიცენზიაზე უარი გითხრეს;
  • ჯარიმა დაგეკისრათ ან სამართალდარღვევის ოქმი შეგიდგინეს;
  • ბინადრობის ნებართვაზე ან მოქალაქეობაზე უარი მიიღეთ;
  • საჯარო სამსახურიდან გაგათავისუფლეს;
  • საჯარო ინფორმაციას არ გაძლევენ.

მიმართულებები

ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება

ინდივიდუალური აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების ან აქტის გამოცემის დავალება.

საჯარო რეესტრი

რეგისტრაციაზე უარი და საკადასტრო მონაცემების დავები.

მშენებლობა და ნებართვები

მშენებლობის ნებართვა, ლიცენზიები და მერიის გადაწყვეტილებები.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევები

ჯარიმებისა და სამართალდარღვევის ოქმების გასაჩივრება.

საგადასახადო დავები

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებების გასაჩივრება.

მიგრაცია

ბინადრობის ნებართვა, ვიზა, მოქალაქეობა.

საჯარო სამსახური

გათავისუფლება, დისციპლინური სახდელი, სამსახურში აღდგენა.

საჯარო ინფორმაცია და ზიანის ანაზღაურება

საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

წარმომადგენლობა ყველა ეტაპზე

კონსულტაცია და შეფასება

ვსწავლობთ გადაწყვეტილებასა და დოკუმენტებს, ვამოწმებთ გასაჩივრების ვადას და ვაფასებთ პერსპექტივას.

ადმინისტრაციული წარმოება

ვამზადებთ განცხადებებსა და პოზიციას და კლიენტს ორგანოში წარვადგენთ.

ადმინისტრაციული საჩივარი

ვასაჩივრებთ გადაწყვეტილებას ზემდგომ ორგანოში, როცა ეს სავალდებულოა ან კლიენტის ინტერესს შეესაბამება.

სარჩელი სასამართლოში

ვამზადებთ სარჩელს და კლიენტის პოზიციას ვიცავთ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

გასაჩივრება

ვამზადებთ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებს.

როგორ ვმუშაობთ

  • კონფიდენციალურობა. ყველაფერი, რასაც ადვოკატს ეუბნებით, საადვოკატო საიდუმლოებით დაცულია.
  • ვადების კონტროლი. პირველივე კონსულტაციაზე ვადგენთ გასაჩივრების ვადას, რომ ის არ გაგეშვათ.
  • სტრატეგია. პოზიციას დოკუმენტებსა და კანონმდებლობაზე ვაგებთ და ყოველ ეტაპზე გაცნობებთ, რა ხდება.

კეთილსინდისიერი ადვოკატი შედეგს წინასწარ არ გპირდებათ. ჩვენ გპირდებით საქმის საფუძვლიან შესწავლასა და წარმომადგენლობას დავის ყველა ეტაპზე.

ხშირად დასმული კითხვები

რა ვადაში უნდა გავასაჩივრო გადაწყვეტილება?

ვადა გადაწყვეტილების სახეზეა დამოკიდებული და ხშირად მხოლოდ რამდენიმე დღე ან ერთი თვეა. ვადის გაშვება შემდეგ ძნელად გამოსასწორებელია, ამიტომ ადვოკატს დაუყოვნებლივ მიმართეთ.

ჯერ ორგანოს უნდა მივმართო თუ პირდაპირ სასამართლოს?

ზოგ შემთხვევაში ჯერ ადმინისტრაციული საჩივარია სავალდებულო, ზოგში პირდაპირ სასამართლოს მიმართავთ. ამას კონსულტაციაზე განვსაზღვრავთ.

რა ღირს ადვოკატის მომსახურება?

ჰონორარი საქმის სირთულესა და დავის ეტაპზეა დამოკიდებული. ზუსტ პირობებს პირველ კონსულტაციაზე შევთანხმდებით.

დაგვიკავშირდით

აკ. წერეთლის გამზირი №117, კომპლექსი „Town Square“, თბილისი
ტელეფონი: +995 501 777 938
ელფოსტა: info@klaw.ge
24/7, დღე-ღამის ნებისმიერ დროს

სამოქალაქო დავები თბილისში →